ავლაბარი მდიდარია ხუროთმოძღვრული ძეგლებით. აქ იდგა და აქაც დგას ქართული – მართლმადიდებლური და სომხური – გრიგორიანული ეკლესიები.
როგორც უკვე ვიცით, XIII-XVI სს თბილისმა რამდენიმე გამანადგურებელი შემოსევა განიცადა. ყოველი ასეთი შემოსევის შემდეგ მისი შემოგარენი მოსახლეობისგან იცლებოდა, დანაკარგის შევსება კი ხელოვნურად უფრო ხდებოდა. ქართველების გარდა, აქ უცხონიც სახლდებოდნენ. უცხო მხარეში მოხვედრილი გარეშე კაცი კი ცდილობდა გარემოს შეწყობოდა და იგი თავისად ექცია. სხვადასხვა დროს ეს სხვადასხვანაირად ხდებოდა. სათავისოდ გადაქცევის ერთ–ერთი საშუალება იყო სომხურ–გრიგორიანული ეკლესიების აგება თბილისსა და მის შემოგარენში.
ქართული ეკლესიებიდან ძველ ავლაბარში დღესაც დგას ერეკლე მეორის მეუღლის დარეჯან დედოფლის მიერ XVIII ს 70–იან წლებში აგებული კარის ეკლესია, იგი "მოწამეთა ირაკლი და დარეჯანის" სახელზე ყოფილა აშენებული. იონა მიტროფოლიტმა (1824 წლის 29 ოქტომბერს) ტაძარი აკურთხა მაცხოვრის ფერიცვალების მონასტრად.
ავლაბარში დარეჯან დედოფლის კარის ეკლესიის მახლობლად იდგა "წმინდა მარიამის" ქართული ეკლესია.
ავლაბარში მდგარი სომხურ–გრიგორიანული ეკლესია: "ხოჯა–ვანქის ასტვაწაწინ" (ხოჯა–ვანქის ღვთისმშობლისა), "სურბ–კარაპეტას" (წმ. კარაპეტა), "ლუსაფორიჩი" (გრიგოლ განმამათლებელი), "კარმირ–ავეტარან" (წითელი სახარება), "ეჩმიაწინის სურბ–გევორქ" (ეჩმიაწინის წმ. გიორგი).
დასახელებული სომხური ეკლესიებიდან ყველაზე ადრეულია "ხოჯა–ვანქისასტვაწაწინ" (XVIIს). იგი თბილისის რეკონსტრუქციასთან და ძველი სასფლაოს პარკთად გადაკეთებასთან დაანგრიეს. ასევე აიღეს "სურბ–მინასის" ეკლესია.
მოქმედი "ეჩმიაწინის სურბ–გევორქის" ეკლესია, რომელიც XVIII ს დასასრულსაა აგებული სომხეთის სოფელ ეჩმიაწინიდან ჩამოსახლებული სომხების მიერ არის აგებული.
ავლაბრის ტოპონიმიკიდან უკანასკნელ ხანამდე შემორჩენილი მიყო სირაჩხანა, მზის მოედანი, რიყე.
სირაჩხანა ამჟამინდელი ღვინის აღმართს ერქვა. ადგილის სახელი სირაჩხანა ორი სიტყვისაგან არის წარმოებული. სირაჩ, სირაჯ მეღვინეს, ღვინის მკეთებელს ნიშნავს, ხანე, ხანა – სახლს. ასე, რომ მთლიანად სიტყვა მეღვინეთა სახლს ნიშნავს, უფრო ზუსტად აქ იყო ღვინის გასაყიდი დუქნები, სარდაფები. ქალაქელს კარგი ღვინის ყიდვა თუ უნდოდა აქეთ მოაშურებდა ხოლმე.
ბზის ანუ ბაზრის მოედანი რიყეზე სირაჩხანის ჩრდილო–დასავლეთით მდებარეობდა, მტკვრის პირას, ე.წ. "ვერის ხიდთან". ბზის მოედანზე განსაკუთრებით ხალხმრავლობა უქმ დღეებში იყო ხოლმე. აქ იდგა ქარვასლები, აქვე იყრიდა თავს ქალაქის ბაზარზე ჩამოტანილი აურაცხელი საქონელი. აქეთ მოეშურებოდა სავაჭროდ აღმოსავლეთელი თუ დასავლეთელი ვაჭარი. სტუმრები, ვაჭრები ღამის გასათევად ქარვასლებში ჩერდებოდნენ. გასაყიდად ჩამოტანილ საქონელს კი ქარვასლის საწყობებში აბინავებდნენ, პირუტყვს კი მოედანზე სტოვებდნენ. ასობით კმ გამოვლილსა და ტვირთისაგან განთავისუფლებულ პირუტყვს საკვებად ბზეს და თივას უყრიდნენ, ამიტომ შეარქვეს ამ მოედანს "ბზის" სახელი.
რიყე ავლაბრის ჭალის გვიან შეძენილი სახელია. იგი ეწოდება ადგილს მტკვრის მარცხენა ნაპირზე, მეტეხსა და ბარათაშვილის ხიდებს სორის.
ადრე რიყეზე ავლაბრელებს ბაღ–ვენახები ჰქონიათ გაშენებული. რიყეს საასპარეზოდაც იყენებდნენ. ძველ თბილისში იშბვიათად, მაგრამ იმართებოდა ორთაბრძოლა – დუელი.
რიყის განაშენიანება უფრო გვიან XVIII ს დასასრულსა XIX ს დასაწყისს მიეკუთვნება. ამ დროიდან ჩნდება ამ ადგილის სახელი რიყე.
XX ს 50 –60–იან წლებამდე აქ დუქნები და სახელოსნოები იყო. რიყეზე ძირითადად მკალავები, მჭედლები, ხარაზები საქმიანობდნენ. აქვე იყო ბაზარიც.
მ ე ტ ე ხ ი ს ე კ ლ ე ს ი ა
მეტეხი ისტორიული უბანია მდინარე მტკვრის მარცხენა სანაპიროზე კლდოვან შემაღლებაზე, ავლაბარში ეს ყველაზე ადრეული დასახლება იყო ალაქის ტერიტორიაზე. ტრადიციული რწმენით მეფე ვახტანგ გორგასალმა აქ ეკლესია და ციხესიმეგრე აღმართა, რომელიც ასევე მეფის რეზიდენციის ფუნქციას ასრულებდა. აქედან მომდინარეობს სახელი მეტეხი, რომელიც ძველქართულად "არენარეს" სასახლეს ნიშნავს. ლეგენდის თანახმად ეს იყო ადგილი, სადაც V ს წმინდა შუშანიკ წამებული დაკრძალეს. მონღოლთა 1235 წელს ვერცერთი ადრინდელი ნაგებობა ვერ გადაურჩა.
მეტეხის მაცხოვრის ეკლესია აღმართულია კლდის თავზე, მეფე დემეტრე II-ს აღუდგენია1278-1289 წლებში. ეკლესია ცენტრალურ-გუმბათოვანი ნაგებობაა, რომლის გეგმა იმ დროისათვის უჩვეულოა, როგორც ჩანს ამ ადგილზე მანამდე მდგარი ეკლესიის გეგმას იმეორებს. ფასადები - ახლებური დეკორატიული სისტემით არის დამუშავებული, კედლები დანაწევრებულია ჰორიზონტალური სარტყლებით.
დიდი წმენდის პერიოდში ლავრენტი ბერიას გადაწყვეტილი ჰქონდა ამ ეკლესიას დანგრევაც, თუმცა წინააღმდეგობა შეხვდა ქართველი ინტელიგენციის მხრიდან.
1980 -იან წლებში კათალიკოს პატრიარქ ილია II ის ინიციატივითა და პოპულარული მხარდაჭერით დაწყებულ იქნა ეკლესიის საქართველიოს საპატრიარქოსთვის დაბრუნების კამპანია. 1988 წლიდან ეკლესია ფუნქციონირებას იწყებს.
ლეგენდის თანახმად მეტეხის კლდე აბოს წამების ადგილი უნდა ყოფილიყო, რომელიც თბილისის მფარველი წმინდანია, მის სახელზე ამჟამად ეკლესია მშენებლობის პროცესშია.
ს ა მ ე ბ ა
ქართული მართლმადიდებული ეკლესიის ავტოკეფალიის 1500 წლისათვის და ქრისტეს დაბადების 2000 წლის აღსანიშნავად ახალი საკათედრო ტაძრის აგების იდეა 1989 წელს გაჩნდა. პერიოდი, როდესაც საბჭოთა საქართველოში ეროვნული მოძრაობა მძლავრობდა და თბილისის მთავრობის ხელმძღვანელობით გამოცხადდა კონკურსი . წმინდა სამების საკათედრო ტაძრის პროექტზე პირველ ეტაპზე ასამდე პროექტი შემოვიდა, თუმცა გამარჯვებული ვერ გამოვლინდა. საბოლოოდ, არქიტექტორ არჩილ მინდიაშვილის პროექტი შეირჩა. შემდგომმა სოციალურმა და პოლიყიკურმა კრიზისმა პროექტის განხორციელება ექვსი წლით გადადო და საძირკველი ტაძრისთვის მხოლოდ 1995 წლის 23 ნოემბერს ჩაიყარა. 1993 წლის 3 მარტს საძირკველი ეკურთხა.
საქართველოს კურთხევის შემდეგ, პირველ ეტაპზე მშენებლობა საკმაოდ კარგი ტემპით მიმდინარეობდა, მაგრამ მალე სიძნელეებმა იჩინა თავი.
1998 წელს საკათედრო ტაძრის სამხრეთით აიგო წმ. ილია თეზბიტელის ხის ეკლესია. (1999 წლის 2 მარტს გამთენიისას ხის ეკლესია გაურკვეველი ვითარებაში დაიწვა. 2000 წლისათვის წმ. უ\ილია თეზბიტელის ეკლესიის შენება დაიწყო).
2000 წლისათვის კათედრალის მიწისქვეშა ნაწილი დასრულებული იყო. სწორედ, 2000 წლიდან გამოჩნდა კათედრალის გენერალური სპონსორი, ბიძინა ივანიშვილი, რომლის ფინანსური დახმარებითაც აიგო ეს გრანდიოზული ტაძარი.
ძირითადი კარკასის მშენებლობა 2001 წლის მიწურულისთვის უკვე დასრულებული იყო. 2002 წლის იანვარ-მარტში გუმბათის ყელის მშენებლობა წარმოებდა.
წმ. სამების საკათედრო ტაძრის მშენებლობის ისტორიის ერთ-ერთი ძირითადი ეტაპი დასრულდა 2002 წლის 31 მარტს, როდესაც გუმბათზე ბოლო ბეტონი ჩაისხა. კათედრალი მთელი გრანდიოზულობით ამოიწია თბილისის თავზე.
2002-2003 წლებში ძირითადად ტაძრის მოპირკეთების სამუშაოები მიმდინარეობდა . 2003 წლის 6 დეკემბერს წმ. სამების საკათედრო ტაძარზე ჯვარი აღიმართა.
2004 წლის გაზაფხულზე გადაწყდა წმ. სამების საკათედრო ტაძარი 23 ნოემბერს, გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულზე ეკურთხებინათ.
23 ნოემბერს დილის 7 საათიდან სამების ტაძარში საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამობრძანდნენ მორწმუნენი. საქართველოს სამოციქულო ეკლესიის 9 ეპარქიის წინამძღვარმა შეასრულა სამების კომპლექსში განთავსებული 9 ტაძრის კურთხევა (ტექნიკური მიზეზთა გამო არ ეკურთხა ხარებისა და ივერიის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია).
2004 წლის 23 ნოემბერი, წმ. სამების საკათედრო ტაძრის კურთხევა, სრულიად საქართველოს უდიდეს დღესასწაულად იქცა.2005-2006 წლებში ძირითადი სამუშაოები წარმოებდა ტაძრის მიწისქვეშა ნაწილში. ცენტრალური (დასავლეთი) კარიბჭე და ტერიტორიის განაშენიანების კუთხით. 2006 წლის მიწურულს სამების ტაძრის დასავლეთით არსებულ გალერეის ქვედა სართულზე მოეწყო ახალგაზრდობის ცენტრი და სააქტო დარბაზი. იმავე პერიოდში დასრულდა საეკლესიო მუზეუმის მშენებლობა.
წმ. მოციქულთა პეტრე-პავლეს სახელობის ეკლესია
წმიდა მოციქულთა პეტრესი და პავლეს სახელობის ეკლესია მდებარეობს თბილისში, პეტრე პავლეს სასაფლაოზე. გადმოცემის თანახმად, ტაძარი მოცემულ ტერიტორიაზე წინასწარმეტყველების საფუძველზე აიგო. თავდაპირველი ხის ეკლესია მოგვიანებით აგურის ბაზილიკამ შეცვალა. იგი აშენებულია მართლმორწმუნე ცოლ-ქმრის მაისურაძეების მიერ, რომელნიც ტაძარში არიან დაკრკძალულნი. ათიოდე წლის წინ იატაკის გამოცვლის დროს ფილაქანზე მიაკვლიეს წარწერას. სავარაუდოდ, ეს არის ტაძრის აგების ან განახლების თარიღი - 1882 წ. იატაკის ქვეშ აღმოაჩინეს საკურთხეველი და ამბოინი. უბნის მხცოვანი მოსახლეობის მოწმობით, ათეიზმის ხანაში სარწმუნოების სასტიკი დევნის დროს, ამ მიწისქვეშა საკურთხეველში ფარულად აღევლინებოდა წირვა-ლოცვა. ბოლო წლებში ტაძარი ორჯერ გაძარცვეს, წაიღეს უამრავი ხატი. მთავრობის აპარატისა და შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ძალისხმევით, პირველი ძარცვის დროს წაღებული ხატების უმეტესობა დააბრუნეს, მაგრამ მეორედ გულგრილობა გამოიჩინეს. თუმცა, ღვთის რისხვამ არ დააყოვნა: ერთ-ერთი მძარცველი ერთი წლის შემდეგ აღესრულა, მეორე ციხეშია - სულიერი აშლილობის ზღვარზე მყოფი, მესამეს რვა თვის ბავშვი დაეღუპა, თავად კი საპყრობილეში მოხვდა.ხატები: 90-იან წლებში ტაძარი ერთიანად მოიხატა მრევლის ერთ-ერთი წევრის ირაკლი ცინცაძის მიერ. ხატებიდან აღსანიშნავია მისი დაწერილი ღვთისმშობლის ხატი: „შენ ხარ ვენახი“ (ხატი ამჟამად წმინდა სამების საკათედრო ტაძარშია), რომელიც დღიდან კურთხევისა უამრავ სასწაულსა და კურნებას აღასრულებს. განსაკუთრებით პატივსაცემია ახლადშექმნილი ღვთისმშობლის ხატი „იღუმენია ათონისა“, მაცხოვრის ხატი „სუთ ამისგან ყოველთა“ - ქრისტეს ვნებისა და ევქარისტიის გამომხატველი (შექმნილია მე-19 საუკუნის რუმინული ხატის მიხედვით).
ავლაბრის არაქსიანის თეატრი
ავლაბრის არაქსიანის თეატრი გაიხსნა 1903 წელს თბილისში ავლაბრის მოედნის მახლობლად. დაარსების ინიციატორი იყო პარაქსიანი. თავდაპირველად ჩამოყალიბდა სომხური დასი. მის რეპერტუარში შედიოდა ა. ცაგარელის "ხანუმა", (ხანუმას როლში პოღოს არაქსიანი), ნ. გოგოლის "რევიზორი," გ. სუნდუკიანის "პეპო," "დაქცეული ოჯახი," ა. ოსტროვსკის "შემოსავლიანი ადგილი" და სხვა. იმავე წელს მოგვიანებით მუშაობა დაიწყო ქართულმა დასმაც. მსახიობები დიდი წარმატებებით გამოდიოდნენ. 1905-1906 წლებში დაწესდა წარმოდგენების შემდეგ დივერტისმენტებისა და კონცერტების მოწყობა, სადაც კითხულობდნენ ლექსებს, იმართებოდა სცენები ვაჭრების, გლეხების, ყარაჩოჩოხელებისა და კინტოების ცხოვრებიდან. მომდევნო წლებში რეპერტუარი გაიზარდა: ვ.მონტის "გაიუს გრაკქუსი," კ.იბსენის "ექიმი შტოკმანი," ი. გომართლის "წამხდარი სისხლი," "ქოხში," დ,ერისთავის "სამშობლო" და სხვა. 1910-იან წლებში თეატრმა შეწყვიტა არსებობა.
ავლაბრის მურაშკოს თეატრი
1894 წლიდან ავლაბარში სცენისმოყვარენი სხვადასხვა ბინაში მართავდნენ წარმოდგენებს. 1895 წელს გრენადერთა პოლკის ყაზარმაში დადგეს ქართული წარმოდგენა "არსენა." 1897 წელს ა.თამაზაშვილის ხელმძღვანელობით დაიდგა ი.მაჩაბელის "ადვოკატი მელა" და ა. ცაგარელის "ბაიყუში." სცენისმოყვარეებს დახმარება აღმოუჩინა პროგრესულმა სახელმწიფო მოღვაწემ ნ.მურაშკომ. მისი ხელმძღვანელობით მისსავე მამულში (ავლაბარში თელავის ქუჩაზე) აიგო 200 ადგილიანი თეატრი. მურაშკოს თეატრში მოქმედებდა ქართული, სომხური და რუსული დასები (ხელმძ.-ები: ი.იმედაშვილი, გ.ფირუმიანი, გ.გულაზიანი და ნ.მურაშკო).1902 წ. 10 ნოემბერს ავლაბრის მურაშკოს თეატრის სცენაზე წარმოდგენილი ქართული სპექტაკლით (ზ.ანტონოვის პიესა "მე მინდა კნეინა გავხდე") არსებობა დაიწყო ავლაბრის სახალხო თეატრმა.
ავლაბრის სახალხო თეატრი
ავლაბრის სახალხო თეატრი გაიხსნა 1902 წ. 10 ნოემბერს ზ. ანტონოვის პიესის "მემინდა კნეინა გავხდე" დადგმით, ავლაბრის მურაშკოს თეატრის ბაზაზე. 1903წ დასის ნაწილი გადავიდა ავლაბრის არაწსიანის თეატრში, ხოლო ნაწილი აგრძელებდა წარმოდგენებს (სპექტაკლებში დროდადრო მონაწილეობდნენ მსახიობები: ვ.აბაშიძე, ა.იმედაშვილი, ნ.გაბუნია, ვ.გუნია). 1919 წლიდან თეატრი მუშათა კლუბის შემადგენლობაშია, 1923 წ გადაკეთდა დრამატულ წრედ (ხელმძ. გ.დარისპანაშვილი), 1923 წ წრემ მუშაობა შეწყვიტა.
No comments:
Post a Comment