Wednesday, November 6, 2013

ისანი-სამგორი

ისანი, ისტორიული უბანი თბილისში, ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილში, მდინარე მტკვრის მარცხენა ნაპირზე. წყაროებში პირველად მოხსენიებულია XI საუკუნეში. VIII-IX საუკუნეებში, არაბთა ბატონობის ხანაში, აქ გამაგრებულ დასახლება სოღდებილის მედინაში საპყრობილე იყო. IX საუკუნეში იგი ქვიტკირის გალავნითა და თხრილით გაამაგრეს და სიმტკიცის გამო არაბულად ჰისნი - ისანი (ციხესიმაგრე) უწოდეს; იგი ქალაქს ჩრდილოეთ-აღმოსავლეთიდან იცავდა, XI-XII საუკუნეებში ციხესიმაგრის მიმდებარე ტერიტორიას ისნის ველს და სოღდებილის სანახებს ეძახდნენ (შემდეგდროინდელი ავლაბარი). XII-XIII საუკუნეებში ისანში კლდეზე, მტკვრის პირას, იყო მეფის სასახლე, კარის ეკლესია და მეტეხთა ტაძარი. გვიანდელ შუა საუკუნეებში ისნის უბანი მეტეხად იწოდებოდა.

„ისანი“ — თბილისის მეტროპოლიტენის ახმეტელი-ვარკეთილის ხაზის ერთ-ერთი სადგური, რომელიც „300 არაგველის“ და „სამგორის“ სადგურებს შორის მდებარეობს. იგი 1971 წლის 5 მაისს გაიხსნა და მისი პროექტის ავტორები არიან არქიტექტორები — გ. მოძმანაშვილი და ნ. ლომსაძე არიან.
სადგური 2006 წელს განახლდა. ცვლილებები შეეხო ინტერიერსაც და ექსტერიერაც. გალამაზებულ სადგურში დამონტაჟებულია თანამედროვე ტიპის მონიტორები, სარეკლამო ბილბორდები. თეთრი მარმარილოთი მოპირკეთებულ სადგურში ლურჯი და თეთრი ფერების კომბინაცია გვხვდება. შესასვლელი სადგურს ერთი მხრიდან აქვს.
„სამგორი“ — თბილისის მეტროპოლიტენის ახმეტელი-ვარკეთილის ხაზის ერთ-ერთი სადგური, რომელიც „ისანის“ და „ვარკეთილის“ სადგურებს შორის მდებარეობს. იგი 1971 წლის მაისში გაიხსნა და მისი პროექტის ავტორია არქიტექტორი — ნ. ლომიძე. მშენებლობას ახორციელებდა საპროექტო ორგანიზაცია საქტრანსპროექტი. შესასვლელი სადგურს ერთი მხრიდან აქვს. სამატარებლო ხაზის კედლებს რელიეფური გამოსახულებები ამკობს. სადგურში დამონტაჟებულია თანამედროვე ტიპის მონიტორები.